ბათუმში, თამარის დასახლებში, 12 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. თავის არეში მიყენებული დაზიანებით ის საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას Imedinews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი საავტომობილო გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.