ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხულოში, მწვანე ტბასთან ტურისტებს ეძებენ

ხულოში, მწვანე ტბასთან ტურისტებს ეძებენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ imedinews.ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურში ტურისტების გაუჩინარების შესახებ ზარი ერთი საათის წინ შევიდა.

მისი თქმით, ტურისტები, რომლებიც მწვანე ტბისკენ გადაადგილდებონენ, ცუდი ხილვადობისა და ნისლის გამო, სავარაუდოდ ცენტრალ გზას ასცდნენ და მანქანა ჭაობში ჩაუვარდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. სამაშველო ბრიგადა უკვე გასულია შემთხვევის ადგილზე. დადგენილია ადგილი, სადაც იმყოფებიან ამჟამად ტურისტები და სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გამოიყვანენ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ტურისტულ ჯგუფში და რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

იტვირთბა....