ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სტუდენტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ღამე გაათენეს

სტუდენტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმოადმგენლება საოკუპაციო ხაზთან ღამე გაათენეს. “არა ოკუპაციას,” “რუსეთი ოკუპანტია,” ამ ლოზუნგით ე.წ.საზღვრის გადმოწევა შეკრებილებმა გუშინ მსვლელობით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები ახალსოფელთან შეიკრიბნენ და ბერშუეთისკენ გადაინაცვლეს. მათი განამრტებით საპროტესტო შეკრება სოციალური ქსელით დაიგეგმა და მისი მიზანი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე საზოგადოებრივი აზრის აქტუალიზება და ხელისუფლების გააქტიურებაა.

აქციის შემდეგ ადამიანების ნაწილი უკან, თბილისში დაბრუნდა, ნაწილმა კი გადაწყვიტა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებით დარჩენილიყვნენ. დღეს ადგილზე კვლავ აქციაა დაგეგმილი.

იტვირთბა....