ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში: უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში და შავი ზღვის სანაპიროზე, ძირითადად მზიანი ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმაა მოსალოდნელი და მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 29 გრადუსია; დასავლეთ საქართველოში 25-29 გრადუსი, თბილისში კი 28 გრადუსი.

10-14 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში საღამოს და ღამის საათებში დროგამოშვებით იწვიმებს. თბილისში ასევე წვიმაა მოსალოდნელი

14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერიც. აღმოსავლეთ საქართველოში კი, შესაძლებელია იყოს სეტყვა.

იტვირთბა....