“ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია ახალ ფაზაში გადასვლა, რადგანაც ორივე ვხედავთ, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პუტინმა კი აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირი და სავაჭრო ბრუნვა გააქტიურდა. გარდა ამისა, მათ პირველი შეხვედრის დროს, მიღწეული შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
ჰამბურგში, G20-ის სამიტის 7 ივლისს გაიხსნა. იმავე დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ასევე ანგელა მერკელი, ემაუენლ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ, სადაც უკრაინის საკითხი განიხილეს.
ჰამბურგში უკვე მეორე დღეა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ანტიგლობალისტები ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩატარებას აპროტესტებენ.