ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველში 28-33 გრადუსამდე მიაღწევს.

 

იტვირთბა....