“აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს”, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც საპატრიარქო ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზოლის გადმოწევის საკითხს ეხმიანება.
„ცნობამ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზოლის გადმოწევის შესახებ აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით მოწმე მსგავსი ქმედებისა, ვინაიდან ჩვენი მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს. შევთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და აღუდგინოს მას თავისი საზღვრები“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.