ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ “მარჯანიშვილზე” ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებელი გაჩერდა

თბილისის მეტროს მარჯანიშვილის სადგურზე დაახლოებით ტექნიკური ხარვეზის გამო ნახევარი საათის განმავლობაში მატარებელი გაჩერებული იყო. ინფორმაციას 1 tv.geავრცელებს. თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მგზავრები ვაგონებიდან გამოიყვანეს.

„მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი გაჩერებული იყო მარჯანიშვილის ტერიტორიაზე. მისი ჩიხში შეყვანა დროულად შეძლეს. მგზავრები აღნიშნული მატარებლიდან გამოიყვანეს და ისინი სხვა მატარებელს დაელოდნენ. ამ დროისთვის, თბილისის მეტრო შეუფერხებლად მუშაობს“, – განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

იტვირთბა....