ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპი და პუტინი შეხვდნენ: რაზე შეთანხმდა ორი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერი

ჰამბურგში, “დიდი ოცეულის” სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური შეხვედრა ჩატარდა.

ხელის ჩამორთმევის შემდეგ, ტრამპმა  პუტინს მადლობა რუსულად გადაუხადა.
ისინი ერთმანეთს  ოფიციალურად პირველად  შეხვდნენ.
როგორც ტრამპმა განაცხადა, პუტინთან მრავალ თემაზე ისაუბრა:

“მე და პრეზიდენტმა პუტინმა მრავალ თემაზე ვისაუბრეთ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება პუტინს, მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრა, ორი ქვეყნისთვის, პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

გამოცემა Associated Press-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი და აშშ სირიაში ცეცხლი შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რაც ოფიციალურად ძალაში 9 ივლისს, სირიის დროით შუადღეს შევა.
შეთანხმების შესახებ ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაადასტურა.

CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა,  რექს ტილერსონმაც ისაუბრა. მისივე თქმით, პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო აშშ-ს არჩევნებში ჩარევის შესახებ.

ჰამბურგში მსოფლიო ლიდერების შეხვედრა, ანტიგლობალისტებისა და ანტიკაპიტალისტების საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

http://

 

იტვირთბა....