ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს”

აშშ-ის პრეზიდენტი „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებას „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება:

„მოუთმენლად ველი შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბევრი გვაქვს განსახილველი…ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით“, – წერს ტრამპი.

ჰამბურგში, დღეს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართება,-ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა. ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

იტვირთბა....