ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჯარო ბაგა-ბაღებში დღეს ბავშვთა რეგისტრაცია იწყება

საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 წლისათვის ბაშვთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება და სააგენტოს ვებგვერდის – kids.org.ge-ს საშუალებით განხორციელდება.
დღეს 13:00 საათიდან პირველი ეტაპი იწყება. ამ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, იგი ერთ კვირაში, 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, სადაც რეგისტრაციას გაივლიან დანარჩენი კატეგორიები.

იტვირთბა....