საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი შეწყალების აქტს, რომლის მიხედვით 170 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებულთაგან 9 ქალია. შეწყალებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, 120 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდებათ.
ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ განიხილა 1073 პირის საქმე. პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.