ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ელტონ ჯონმა კონცერტი გააუქმა

ელტონ ჯონმა “დიდი ოცეულის” სამიტის გამო გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 8 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Süddeutsche Zeitung წერს.

კონცერტის გაუქმების მიზეზი ქალაქის ხელმძღვანელობის უარი გახდა. კერძოდ, ბრიტანელი მომღერლის თვითმფრინავს ჰამბურგის აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცეს: ქალაქში მსოფლიოს 20 ლიდერის ჩასვლასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.

ელტონ ჯონის წარმომადგენლის განცხადებით, მომღერალი მომხდართან დაკავავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა.

ელტონ ჯონის კონცერტზე 10 ათასი ბილეთი იყო გაყიდული.

იტვირთბა....