ახალი ამბები მთავარი სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციაზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის – კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა 14 000 ლარის საფასურად, 2004 ბოთლი უაქციზო კონიაკის IVERIONI რეალიზაცია მოახდინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე – 3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 – დან 8 წლამდე.

იტვირთბა....