“გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობა შემომთავაზა, რაზეც უარი ვთქვი” _ განცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, “TV პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”.
მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე უარის თქმის შემდეგ მიიღო თბილისის მერობის კანდიდატობაზე შემოთავაზება:
“ეს იყო გიორგი კვირიკაშვილის იდეა. არჩევნების შემდეგ პირველი შემოთავაზება იყო პარლამენტის თავმჯდომარეობა, რაზეც მე უარი ვთქვი. სადაც ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა არ შემიძლია, ნამდვილად ვერ ავიღებ იქ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა კახა კალაძემ.