ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ”

სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან ბანერის დამონტაჟებასთან დაკავშირებით განცხადება  საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გააქტიურდება ყველა მექანიზმი, მათ შორის დაგეგმილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა სოფელ ერგნეთში. ციხელაშვილის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.

“ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ, რათა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ გავააქტიურებთ ცხელ ხაზს, ასევე მომდევნო კვირას დაგეგმილი გახლავთ ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი. აქვე უნდა გითხრათ, რომ საუბედუროდ, ეს არ არის ახალი საკითხი. ყველა შეხვედრის ფარგლებში, ფაქტობრივად, მოსახლეობის მიწებზე წვდომა მოსავლის აღების შესაძლებლობის მიცემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იტვირთბა....