ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრეზიდენტი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო აღშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო  აღშფოთებას გამოთქვამს და იმედს იტოვებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას.

მისი თქმით, საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ ბერკეტს, რომელიც საქართველოს ხელთ აქვს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მცოცავი ოკუპაციის შესახებ  ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება.

“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, რათა შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება”, – განცხადება დღეს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.

იტვირთბა....