ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი: გასარუჯად ლუდი გამოიყენეს და დამწვრობა მიიღეს

ზაფხულის სეზონზე დამწვრობის ცენტრს დამწვრობის სხვადასხვა ხარისხით 118-მა პაციენტმა უკვე მიმართა. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ 1tv.ge_სთან აღნიშნა, ყველაზე პატარა პაციენტი 4 წლისაა.

“ჩვენთან მზით დამწვარი 10 პაციენტი წევს, მათგან 7 მოზარდია, 3 – ბავშვი. ყველაზე პატარა 4 წლისაა. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გასარუჯად ლუდი გამოიყენეს და დამწვრობა მიიღეს. ამ სეზონზე სულ 118 პაციენტს დავეხმარეთ, მათგან 20-ს – სტაციონარში, დანარჩენს – ამბულატორიულად”, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

იტვირთბა....