საბერძნეთში გაუსაძლისი სიცხეა. ტემპერატურამ ცენტრალურ რეგიონში 40 გრადუსს გადააჭარბა. უჩვეულოდ ცხელა ათენში, სადაც 44 გრადუსი ფიქსირდება.
საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას და ტურისტებს დღის საათებში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
სიცხის გამო, დედაქალაქის დასუფთავების სამსახურმა 10-დღიანი გაფიცვა შეწყვიტა და ქუჩების ნაგვისგან გაწმენდა დაიწყო.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა საბერძნეთის მთელს ტერიტორიაზე მომდევნო კვრასაცაა მოსალოდნელი და ხელისუფლებას ტყის ხანძრების გაჩენის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებენ.