შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტ გამოცემა “ქუთაისი თუდეის” რედაქტორ ბუბა ჩივაძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ბუბა ჩივაძეს პარლამენტის შენობასთან თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
„პარლამენტის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა მანქანის გვერდითი მინა ჩამილეწა. მანქანაში შემომივარდა. მცემდა და მაგინებდა. მუცელში მირტყამდა, მანქანასაც ურტამდა, მაყენებდა სიტყვირ შეურაცხყოფას. არ ვიცი ვინ იყო. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოვიდნენ. პოლიციის მე-3 განყოფილებაში წამიყვანეს. სამხარეო პოლიციის უფროსი დავით ლაცაბიძეც მოვიდა, რომელიც უშვალოდ ხელმძღვანელობდა საგამოძიებო მოქმედებებს “ – აცხადებს ბუბა ჩივაძე.