მოსკოვში, ჭექა-ქუხილის დროს, 3 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 5 დაშავდა. Lenta.ru-ს ცნობით, სატვირთო მანქანას ქარმა სახურავი მოსწყვიტა და რკინა 2 კაცს მოხვდა. ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.
გარდა ამისა, 14:00 საათზე, დმიტროვის ქუჩაზე, 33 კაცს ელვამ დაარტყა. ექიმებმა მისი სიკვილის შესახებ განაცხადეს.
РЕН ТВ-ის ცნობით, მილონოვსკაიას ქუჩაზე, ქარმა ხე მოწყვიტა და კაცს დაეცა. ამჟამად მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.
სინოპტიკოსების განცხადებით, დღეს, 30 ივნისს საღამოს, მოსკოვზე, ნამდვილი ტროპიკული ღვარცოფი ჩამოწვება.