ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჯანი ბუკიკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას”

“არც ჯანი და არც ბიძია სემი არ გვეტყვიან, როგორი კონსტიტუცია უნდა გვქონდეს. სწორედ ეს არის განსხვავება საბჭოთა კავშირსა და თავისუფალი ქვეყნების კავშირებს შორის”- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს.

“მივედით, დავაკაკუნეთ ევროკავშირის და ნატო-ს კარებზე. პარტნიორებმა კარები გააღეს და გვითხრეს, აქ რომ შემოხვიდეთ ასეთი, ასეთი და ასეთი ქვეყანა უნდა იყოთო. როცა ასეთი გახდებით, დააკაკუნეთ და მოგესალმებით ჩვენს რიგებშიო. ხოდა, 24 წელია ეს მარტივი ამბავი ვერ გაიგო ვერცერთმა მმართველმა პარტიამ. ჯანი ბუკიკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით. ვიქნებით დემოკრატიული ქვეყანა, გვექნება მეტი შესაძლებლობები, მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა. თუ არა, ვიქნებით მუდამ ასე ნაცრისფერ ზონაში. შეუტიეთ ბუკიკიოს და იძახეთ 9 წელი. ეს არ არის ბილეთი ევროკავშირში, არც ნატო-ში და არც პარტნიორებთან. ეს არის ბილეთი უკან, საბჭოთა კავშირში. ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ბედს და მომავალს. როგორც თავად გადავწყვეტთ, ისე ჩაივლის ცხოვრება”, – წერს თინა ხიდაშელი facebook-ზე.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა არის საკითხები, რაც უნდა გაირკვეს.
მისი თქმით, დღეს უკვე ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„მოგეხსენებათ, მე არაერთი შეხვედრა გავმართე და სასურველი ინფორმაცია მოვისმინე. დღეს უკვე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით,  დღეს უკვე არსებობს საფუძველი იმისა, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული. გუშინ, მე დიალოგისკენ მოვუწოდე, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას. მხოლოდ ამ მხარეებს შორის გამართული კონსტრუქციული დიალოგი გადაარჩენს კონსტიტუციას. კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა არის საკითხები, რაც უნდა გაირკვეს. უნდა იყოს მიღებული არა ერთი პარტიის, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ძალის  მიერ“, – განაცხადა ბუკიკიომ.

იტვირთბა....