ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბოლო გადაწყვეტილებების გამო, ყველაფერი ისევ ჰაერშია” : ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკა კოსტიტუციის კანონპროექტს

საქართველოში ვიზიტად ჩამოსულმა ჯანი ბუკიკიო ბათუმში კრიტიკული განცხადებები გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უდნა გამონახონ ისეთ გადაწყვეტილება, რაც შესაბამისობაში იქნება კომისიის რეკომენდაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან.

მისი თქმით, ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი კიდევ ჰაერშია, ,,იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები” – მიამრთა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ქართველ კანონმდებლებს.

“საქართველოში მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოვედით, იმისთვის, რომ საბოლოოდ თქვენ ქვეყანას ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია ჰქონდეს, რადგან საქართველო ევროპული ქვეყანაა და თქვენ გაქვთ ევროპული მისწრაფებები. ყველა დაინტერესებულმა მხარემ და პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონსტიტუციის რეფორმირების პროცესი დასრულდეს.

საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს მოსაზრებებთან და ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტებთან. ყველა საკონსტიტუციო რეფორმა, რაც შეიძლება ფართო კონსენსუსს საჭიროებს, არა მარტო პარტიების, არამედ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც აქამდე გაკეთდა, კარგია, გარდა რამდენიმე ნიუანსისა, რომლის გამოსწორებაც შეიძლება. მაგრამ ახლა, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ყველაფერი ისევ ჰაერშია და ეს სამწუხაროა. პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრაზე იგივე პოლიტიკურ მესიჯს გავიმეორებ – იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები,” – განაცხადა ბუკიკიომ.

იტვირთბა....