ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი დღეს არ დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს.

კერძოდ, პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე რამდენიმე მოწმეს დაკითხვას, თუმცა, წინასწარ უცნობია ვისი დაკითხვა მოხდება დღევანდელ პროცესზე.

ცნობილია, რომ დღეს არ დაიკითხება დაზარალებულად ცნობილი პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

იტვირთბა....