ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიციური პარტიები გამოიყენოს, ისინიც ცდილობენ გამოიყენონ პრეზიდენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის მანდატთან დაკავშირებით ერთმანეთს იყენებენ.

“პრეზიდენტი ფიქრობს საკუთარ მანდატზე, რომელიც სინამდვილეში ნეიტრალური არბიტრის მანდატია, წარმომადგენლობითი და ზეპარტიული მანდატი. მაგრამ, მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ხედავს, რომ ოპოზციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მას აწუხებენ, რათა გადადგას უფრო მკვეთრი ნაბიჯები. პრეზიდენტი იმ ნაბიჯებით, რასაც კონსტიტუციასთან მიმართებაში დგამს, თვითრეალიზაციას ახდენს. სწორედ ამაზე საუბრობდა პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც თქვა, რომ საპარლამენტო მოდელებისთვის და ამ მოდელზე სრულად გადასვლის შემდეგ საქართველოს უმჯობესია ჰყავდეს ისეთი პრინციპით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც გათვალისწინებულია ახალ კონსტიტუციაში.
აშკარაა, რომ პრეზიდენტი ცდილობს გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები და ისიც ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიებიც ცდილობენ და ახერხებენ გამოიყენონ პრეზიდენტი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წელს არჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება შესაძლოა იმის გამო მოხდეს, რათა შემდეგი პრეზიდენტი პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა აირჩიონ.

იტვირთბა....