ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საპატრიარქოში არის გარკვეულ ადამიანთა წრე, რომლებიც საეკლესიო სამართალს არღვევენ”

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის  ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც საეკლესიო კანონის წინააღმდეგ მოქმედებენ. აღნიშნული განცხადება ადვოკატმა, იმ სიტუაციასთან დაკავშირებით შეიქმნა, რაც დეკანოზისთვის ზიარების უფლების ჩამორთმევას უკავშირდება. დეკანოზს ეპიტემია არა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა მღვდელმთავარმა, არამედ ქორეპისკოპოსმა იაკობმა დაადო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით მეუფე იაკობს ამის უფლება არ ქონდა.

„გამოდიოდა ედიშერ ქარჩავა და იძახდა პატრიარქისა და საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით და იქაც მოხდა გამიჯვნა. ახლა ასე გამოდის მეუფე იაკობის სიტუაცია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არის გარკვეულ ადამიანთა წრე, რომლებიც ამ მოქმედებებს საეკლესიო სამართლის დარღვევით ახორციელებენ.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა “იბერიასთან”საუბარში.

იტვირთბა....