ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მდინარაძე მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თვლის, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს. ამიტომ მდინარაძეს მიაჩნია, რომ  ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება თუ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„ფაქტია, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამაზე არავინ დაობს. ერთადერთი, რაც შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს ისაა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება შედეგს არ დადებს, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, ყველა ვარიანტში კომისია შესაქმნელი იქნება.

გუნდის შიგნით ამაზე ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია უკვე უნდა შეიქმნას, ნაწილი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოძიებას ვალდებულება აქვს, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვოს. თუ ასეთი კითხვები მაინც დარჩება, მაშინ მე საპარლამენტო კომისიის შექმნის მოხრე ვარ.

მივემხრობოდი იმას, რომ უკვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას, თუმცა არგუმენტებს მოკლებული არ არის ისიც, რომ კიდევ შესაძლებელია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. გუნდის სიძლიერე იმაშია, რომ საკითხებზე აზრთა სხდავასხვაობაა და საბოლოოდ იმ აზრზე ვყალიბდებით, რომელიც უკეთესია საკითხის გადაწყვეტისთვის. ამ შემთხვევაშიც შევჯერდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....