ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კბილებს დავამტვრევ ყველას, ვინც არჩევნებს გამიყალბებს”

“მე თუ გადაწყვეტილებას მივიღებ მონაწილეობაზე, და ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წინააღმდეგ ვინმე წავა, კბილებს დავამტვრევ ყველას, ვინც არჩევნებს გამიყალბებს”- ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მის შესაძლო მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ის სერიოზულად ფიქრობს თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობაზე და თუკი კანდიდატი გახდება, ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ ხალხთან და არა ბიძინა ივანიშვილთან ან მიხეილ სააკაშვილთან.

“მე თუ გადაწყვეტილებას მივიღებ მონაწილეობაზე, და ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წინააღმდეგ ვინმე წავა, კბილებს დავამტვრევ ყველას, ვინც არჩევნებს გამიყალბებს. ოცნების შტაბში მიდის სამზადისი რომ მაინც კალაძე იქნება. მე იმ ხალხთან, ვისაც დავპირდები რომ ვიბრძოლებ ბოლომდე, სიტყვას არ გადავალ. სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, მე არცერთ ხმას არ დავთმობ. თუ მე მივიღებ მონაწილეობას, ეს ჩემგან იქნება თავის გადადება, იმიტომ რომ მე არ მაქვს ფული, არ მაქვს უკან დასახევი და არც ბიძინა ივანიშვილი მყავს, ხალხის გარდა”- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს, 22 ოქტომბერს ჩატარდება.

იტვირთბა....