ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა და არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. მათი განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მათ პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის თხოვნა დაავალა.
„ეს არის მისი პირადული, რაღაცის პატრიარქისთვის გადაცემა უნდა და მე უნდა გადავცე, წერილის გამოტანის უფლება არ გვაქვს სიტყვიერად დაგვაბარა. არაფრის შეტანის და გამოტანის უფლება არ გვაქვს. მან სიტყვიერად დაგვაბარა, ლოცვა-კურთხევა გვთხოვა პატრიარქთან, რომ გადავცეთ, რომ ლოცვა-კურთხევა მისცეს რომ დალოცოს და გაძლიერდეს და დანარჩენი პირადული,“ – განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.
სასულიერო პირებმა არ დააკონკრეტეს, იყო თუ არა საუბარი შეხვედრის დროს ზიარებასა და ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.