ამ წუთებში ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის 4 მოწმე უნდა დაიკითხოს.
10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დავით ხარშილაძის ადვოკატმა დღეს შუამდგომლობა დააყენა, არგუმენტად კი პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის საქმე მოიყვანა, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მოსამართლემ დავით ხარშილაძის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ელისო კილაძის შვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ელისო კილაძის შვილს, მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ხარშილაძე დანაშაულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.