ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვი ემსხვერპლა. მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ 1TV.GE ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული, მცირე ხნით შეფერხდა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ბათუმის შესასვლელში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....