აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე განცხადებას აკეთებს.
კამრან ალიევის თქმით, აფგან მუხთარლიმ კანონი დაარღვია და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები იძულებული გახდნენ ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ.
მისივე განცხადებით, ჟურნალისტის ბრალდებები უსაფუძვლოა და დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანები ყველაფერს თავის სასარგებლოდ ამბობენ.
„ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც აფგან მუხთარლიმ ჩაიდინა, გამოძიება მიმდინარეობს. მას უნდა ჰკითხოთ თუ რატომ მოხვდა ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რა მიზნით გადაკვეთა მან საზღვარი და რატომ გააკეთა მან ეს უკანონოდ.
დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანები, ყველაფერს თავის სასარგებლოდ ამბობენ და ეს მათი უფლებაა. ჩვენი საქმე კი ობიექტური გამოძიებაა იმისა, რომ მან უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი და დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მე არ მეჩვენება საეჭვოდ მისი გადმოსვლა საზღვარზე, რადგან, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა მიზნით გააკეთა მან ეს, მერე გაირკვევა ეს უცნაურია თუ არა,“ – განაცხადა კამრან ალიევმა.