დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკო მიიღო. ორი ქვეყნის ლიდერებმა ყირიმის საკითხზე და უკრაინა-რუსეთს შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ყირიმის ანექსიას ცნობს და უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემს.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საფრანგეთი არ ცნობს ყირიმის ანექსიას და პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.