ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზის ადვოკატი: აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაზე პროკურატურამ უარი განაცხადა

„მაშინ როდესაც პროკურატურას ყველა მოწმის ჩვენება გადაღებული აქვს ვიდეოკამერით, უცნაურია, რომ მთავარი საგამოძიებო მოქმედება რატომ არ ჩაწერეს ვიდეოკამერით. აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაზეც კი, რომელიც ბარგის ამოღებას და დალუქვას დააფიქსირებდა, პროკურატურამ უარი განაცხადა“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის სახაზინო ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს განუცხადა.

მან ამ განცხადებით საქმის პროკურორს, ჯარჯი წიკლაურს უპასუხა, რომლემაც აღნიშნა, რომ ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი „დეზოდორის“ თავსახურში ჰქონდა შენახული.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, როცა აეროპორში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგი დაილუქა მათივე თანდასწრებით და უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგი შემოწმდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.

იტვირთბა....