კოლუმბიაში ტურისტული გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ 31 ადამიანს ეძებენ. ტრაგედიას, ოფიციალური მონაცემებით, 6 პირი ემსხვერპლა. 20-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
nbcnews-ის ცნობით, უბედური შემთხვევა საკურორტო ქალაქ გუატაპეს მახლობლად მოხდა. ბორტზე სულ 160 ტურისტი იმყოფებიდა. გადარჩენილების თქმით, მათ ჯერ ძლიერი ხმაური გაიგეს, რის შემდეგაც გემი 5 წუთში ჩაიძირა. სამაშველო ოპერაციაში მყვინთავებთან ერთად, ავიაციაც მონაწილეობს.