უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა უცნობია, თუმცა როგორც უკრაინული მედია წერს, საფრანგეთში ვიზიტით მყოფი პოროშენკო, ემანუელ მაკრონთან აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას განიხილავს. ეს პეტრო პოროშენკოსა და ემანუელ მაკრონის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო.
“სრულფასოვანი, ძალიან დეტალური შეხვედრა შედგა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. აშშ-ს მხრიდან მივიღეთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა“ – განაცხადა პოროშენკომ.