დილას ფოთში გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ბაზრის შესასვლელი ჩაკეტეს. მათი განცხადებით, მერიამ გარევაჭრობის უფლება უნდა მისცეს და სავაჭრო დახლები არ აიღოს.
ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ გარემოვაჭრეების გადაყვანა, სავაჭრო ცენტრში იგეგმება, სადაც ისინი სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან.
გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟი ქალაქის შესაბამისმა სამსახურმა გვიან ღამით განახორციელა და დღეს დილით მოვაჭრეებს ტერიტორია ცარიელი დახვდათ.
ხმაურის და დაპირსპირების გამო ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფის გამოძახებაც. აგრარულ ბაზართან პოლიციაც მობილიზებულია.