უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ივლისში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას kyivpost-ი ავრცელებს.
“საქართველოში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ივლისში შედგება”,- განაცხადა პოროშენკომ.
ამა წლის 14 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის ადმინისტრაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით, შეხვედრა გაუქმდა.