ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით, დეკანოზ მამალაძეს არ აზიარებენ”

მამა მიქაელ ბოტკოველი აცახდებს, რომ  დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობისგან ზიარებაზე ეპიტემია აქვს დადებული, რომელიც კვლავ ღვდელმთავრებმა უნდა მოხსნან. ამიტომ მისი ზიარება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

„გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. მეუფე იაკობა ბრძანა, რომ იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოკტოველმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა დღეს, 23 ივნისს, იმართება. პროცესებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ესწრება.

იტვირთბა....