ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მამამთილმა რძალს სანადირო თოფიდან ესროლა

გუშინ ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მამამთილმა რძალს სანადირო თოფიდან  ესროლა. ადგილობრივების ინფორმაციით,  26 წლის თამარ თამაზაშვილს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. მისი  მდგომარეობა მძიმეა.

მეზობლების განცხადებით,  ინციდენტი ოჯახურ კონფლიქტს, კერძოდ კი ეჭვიანობას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში  “მეტრონომს” განუცხადეს, რომ 75 წლის დიმიტრი გივიშვილი რომელიც გაქცევას შეეცადა,  პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. არარეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტიკიცებად არის ამოღებული. გამოძიება 19-108-ე მუხლით მიდის (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

იტვირთბა....