ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

უსუფაშვილი: ხელისუფლება მუხთარლის საქმის დამალვას თუ შეეცდება, თავს დაიზიანებს

საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე  თუ ხელისუფლება სიმართლეს დამალავს და გამოძიების ფალსიფიცირებას მოახდენს, საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს. ამიტომ უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ამ საქმის სწორად გამოძიბით ყველაზე მეტად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული.

“ამგვარ საკითხებში სიმართლის დამალვა შეუძლებელია. ვინც ამას შეეცდება, საბოლოოდ გაცილებით დიდ ზიანს მიიღებს, ვიდრე სიმართლის დაუყოვნებლივ თქმის შემთხვევაში ელის. თუმცა, ხელისუფლებები ყოველთვის რაციონალურად ვერ მოქმედებენ”,- განუცხადა უსუფაშვილმა.

წყარო: “პირველ რადიო”.

იტვირთბა....