ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვა დრო და “ქართული ოცნება” აღარ იქნება”: უსუფაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუცია ერთ კაცზეა მორგებული

“მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემაში ”360 გრადუსი”.
უსუფაშვილის თქმით, კონსტიტუციის ახალი მოდელი ერთ პარტიასა და ადამიანზეა მორგებული.

“დიდი ალბათობით მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია. ცხოვრება თავისი გზით მიდის, ისევე, როგორც იყო და აღარ არის ”მრგვალი მაგიდა”, ”მოქალაქეთა კავშირი”, ”ნაციონალური მოძრაობა”, მოვა დრო და აღარ იქნება ”ქართული ოცნება”. არადა ქვეყნის ძირითად ფუნდამენტს ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია და ნებისმიერი ძალა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, მას ხალხისგან ექნება დაკვეთა, კონსტიტუციის ჩასწორების, რადგან ეს ერთ გუნდზე და ერთ ადამიანზეა მორგებული.
ვენეციის კომისიაც ამიტომ მიგვანიშნებს იმაზე, რომ კონსენსუსი მოიძებნოს. აქ გამოსავალი იყო ძალიან მარტივი, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება, ზუსტად იმ პუნქტზე, რომელიც ”ქართულ ოცნებას” ორი წლის წინ თავად ჰქონდა პარლამენტში ინიცირებული”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იტვირთბა....