ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში ნარკოტიკის რეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეც

თურქეთში, ქალაქ ედირნეში პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორთა ჯგუფი დააკავა, რომლის ერთი წევრიც საქართველოს მოქალაქეა.

თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფი ექვსი კაცისგან შედგებოდა , მათ შორის, საქართველოს, სირიის, ირანისა და ბულგარეთის მოქალაქეებისგან.

სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციელი ნარკოტიკების შეძენის მსურველი პირის სახით დაუკავშირდა ჯგუფს და მათგან ნიმუშის სახით 10 გრამი ჰეროინი მიიღო, რის შედეგადაც ნარკორეალიზატორების დაკავება მოხდა.

იტვირთბა....