სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთის ნაცვლად, ექვსი წლის ვადით აირჩევს. ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) მოხდება.
შესაბამისი ცვლილებები ასახულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტში, რომელიც დღეს პარლამენტს პირველი მოსმენით წარედგინება.
ასევე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ ზედიზედ ორჯერ არჩევა ვეღარ მოხდება.