შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უახლოეს დღეებში პარლამენტში მივა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
ეს საკითხი დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდა. გიორგი მღებრიშვილმა ოცნების ოფისი უკომენტაროდ დატოვა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან ერთად დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
“ვისაუბრეთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესების შესახებ. შეკითხვებზე პასუხი არსებობს”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეხვდა.
წყარო: “იმედი”