ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მუხთარლის საქმეზე დეტალები გახმაურდეს”

უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აფგან მუხთარლის საქმე იყო. მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. დეპუტატის აზრით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ დეტალები გახმაურდეს.

,,ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა შეხვედრა დახურული იყო და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი დეტალები გახმაურდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აფგან მუხთარლის საქმე იყო.

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ სანამ გამოძიება შუალედურ პროცესშია, არ არის საჭირო პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამით საგამოძიებო ორგანოების დისკრედიტაცია ხდება” – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეხვდნენ.  შეხვედრა “ოცნების“ ოფისში გაიმართა.  შეხვედრა სავარაუდოდ, აზერბაიჯენლი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს. მმართველმა გუნდმა გუშინ დააანონსა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე შს მინისტრს შეხვდებოდნენ.

იტვირთბა....