ჰელსინკში სამართალდამცველებმა, შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტის სამიზნე ეკლესია იყო, რის გამოც სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოსაჩენად შემოწმება განახორციელეს.
სპეცოპერაცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. პოლიციამ საეჭვო ნივთის აღმოჩენა ვერ შეძლო. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირება გრძელდება.