დღეს აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შედგება. დონალდ ტრამპის და პეტრო პოროშენკოს შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც დაესწრება.
უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო ტრამპთან ყირიმის საკითხზე და რუსეთზე ზეწოლის განხორციელების შესახებ გაამახვილებს ყურადღებას.
პეტრო პოროშენკო აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი პენტაგონის ხელმძღვანელს ჯეიმს მეტისსაც შეხვდება.