ე.წ. ციანდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ოჯახი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ამ დრომდე ელის. საპატრიარქო შეხვედრაზე ადვოკატების დასწრებას არ დათანხმდა, თუმცა ამ დრომდე პატრიარქი და დეკანოზის ოჯახის წევრები ერთმანეთს არ შეხვედრიან.
დეკანოზ მამალაძის ნათესავებს ეჭვი აქვთ, რომ საპატრიარქო პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს. მათი შეფასებით, ილია მეორე მათი თხოვნის შესახებ ინფორმირებული არ არის. მამა გიორგი ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიცია საქმესთან დაკავშირებით განსხვავებულია.
„როგორც პროკურატურა მივიდა და თავისი ტყუილებით, როგოც საზოგადოებას ახვევს ტყუილებს, ისე პატრიარქს მოახვიეს ტყუილები, უბრალოდ ელემენტარულად გვინდა სიმართლის მოყოლა, რა სიმართლესაც დღეს პატრიარქი არ ფლობს,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად მკვლელობის მომზადების მცდელობა ედება. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.