ავღანეთში შეიარაღებული მებრძოლები ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, დანარჩენებმა კი შენობაში შეჭრა სცადეს. შეტაკების შედეგად 5 სამართალდამცველი დაიღუპა, 30-მდე ადამიანი კი დაშავდა. მოკლულია სამი თავდამსხმელი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. “თალიბანის” ორგანიზებული იყო გუშინ, ქალაქ მაზარი შარიფში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმაც. ავღანელმა ჯარისკაცმა ცეცხლი კოლეგებს გაუხსნა. შედეგად ერთი ავღანელი სამხედრო დაიღუპა, 7 ამერიკელი ჯარისკაცი კი დაშავდა.